კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

კაჭარავამ ევროპის ლიგაზე შესანიშნავი საგოლე პასი გააკეთა (ვიდეო)

ნიკა კაჭარავას საგოლე პასი

Image source: goalzz.com EPA

 

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკა კაჭარავამ საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის „ლეხმა“ სტუმრად „აპოლონი“ 5:0 გაანადგურა.

კაჭარავამ 67-ე წუთიდან ითამაშა და მეხუთე გოლში მონაწილეობა მიიღო. ნიკამ ქუსლით პასი პედრო ტიბას გაუკეთა, რომელმაც შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარი აიღო. „ლეხი“ ევროპის ლიგის პლეი-ოფში ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ „აპოლონმა“ კვიპროსის ჩემპიონატის ბოლო ტურში ქართველების „ანორთოსისს“ მოუგო, ხოლო ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ 5:1 დაამარცხა.

 

 

წყარო – Lech Poznan

 

ჭიაბრიშვილი: “ფეხბურთის თამაში არავიზე ნაკლებად შეგვიძლია და დასაკარგი არაფერი გვაქვს”