კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჯორჯო კიელინიმ თავისი კარიერის ყველაზე დიდი და საუკეთესო მტერი დაასახელა

კიელინიმ იბრაჰიმოვიჩი შეაქო

Image source: Getty images

 

„იუვენტუსის“ და იტალიის ნაკრების კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მისი კარიერის საუკეთესო მტერი დაასახელა. იტალიელი ვეტერანი ასეთად შვედ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიიჩნევს.

„ჩემი საუკეთესო მეტოქე ზლატან იბრაჰიმოვიჩია. მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. „იუვენტუსში“ ჩემს პირველ სეზონში თანაგუნდელები ვიყავით. არასდროს მეშინოდა მასთან დაპირისპირების და მის წინ უკან არასდროს დამიხევია. მაგრამ შემდეგ „ინტერში“ გადავიდა და „მთავარი მეტოქე“ გახდა. შემდეგ უკვე „მილანში“ ან ეროვნულ გუნდში უბრალოდ მეტოქე იყო. ეჭვგარეშეა, რომ ჩემს კარიერაში საუკეთესო მტერი ზლატან იბრაჰიმოვიჩია“ – თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, ჯორჯო კიელინი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი ერთმანეთის წინააღმდეგ არაერთხელ თამაშობდნენ და ახლაც თამაშობენ. ისინი 2005-2006 წლებში თანაგუნდელებიც იყვნენ.

 

წყარო – Eurosport

 

ცნობილია გორის “დილას” ამხანაგური მატჩების განრიგი თურქულ შეკრებაზე