კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

„ჯორჯიან მანგანეზე“ რეგიონალური ლიგის 2 იმერული კლუბის გენერალური სპონსორი გახდა

ჯორჯიან მანგანეზი ჭიათურისა და ზესტაფონის კლუბების სპონსორია

Image source: rugby.ge

 

„ჯორჯიან მანგანეზე“ 1 წლის განმავლობაში რეგიონალური ლიგის 2 იმერული კლუბის გენერალური სპონსორი ხდება. აღნიშნული ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ.

სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, ჭიათურის “მათე” 200,000, ხოლო ზესტაფონის “არწივები” 100,000 ლარს მიიღებენ, წლიურად.

შეთანხმება ხელი გუშინ „რაგბი პლატოზე“ „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ და კლუბების წარმომადგენლებმა – რომან პირველაშვილმა (ზესტაფონის “არწივების”) და როინ წიწილაშვილმა (ჭიათურას “მათეს”) მოაწერეს.

 

 

 

 

 

 

წყარო – rugby.ge

 

 

 

 

 

ტოჩინოშინმა ტოკუშორიუ შიტატენაგეს ლამაზი ილეთით დაამარცხა (ვიდეო)