კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯიმი ტაბიძე ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველი რუსეთის პრემიერ-ლიგის ტოპ-5-ში მოხვდა

Image source: Sputnik

 

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტოპ-5 მოთამაშე გამოარჩია, რომლებმაც სეზონის განმავლობაში ართმევებში საუკეთესო შედეგი აჩვენეს.

ხსენებულ საუკეთესოთა შორის მოხვდა “უფასა” და საქართველოს ნაკრების მცველი, ჯემალ ტაბიძე.

პირველ ადგილზე “რუბინში ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელი, ფილიპ ურემოვიჩი გახლავთ, მე-2 – მიხაილ მერკულოვი (“ურალი”), მე-3 – დუგლას სანტოსი (“ზენიტი”), მე-4 არის ქართველი ცენტრალური მცველი, ჯიმი ტაბიძე, ხოლო მე-5 – ალეკსეი კოზლოვი (“როსტოვი”).

23 წლის ქართველმა ლეგიონერმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ახლა ტაბიძე ტრავმის გამო ვერ თამაშობს და ვარჯიშს 2020 წლიდან განაახლებს.

წყარო – Российская Премьер-Лига

თბილისის “დინამოს” ტოპ-5 ფეხბურთელი, რომლებმაც შესაძლოა ახალი წლის შემდეგ კლუბი დატოვონ (ფოტო)