კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯენარო გატუზო: “მე მჯერა საფეხბურთო ღმერთის”

ნაპოლის მწვრთნელი ჯენარო გატუზო

 

გუშინ, იტალიის თასის ფინალში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში (0:0 ძირითადი დრო, პენ. სერია 4:2) იმარჯვა. შეხვედრის შემდეგ “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.

“ფეხბურთისადმი დიდი ვნება მაქვს და მე ვიცი, რომ არ შემიძლია წამის გამოტოვებაც. ნებისმიერი, ვინც ამ საქმეს ასრულებს, უნდა პატივი სცეს, იმიტომ რომ ჩვენ გაგვიმართლა. მე არ ვნანობ ჩემს კარიერაზე, მსურს, რომ ამ ფეხბერთელებმაც იგივე თქვან თავისი კარიერის ბოლოს.

მე მჯერა საფეხბურთო ღმერთის. როდესაც შენ აკეთებ ყველაფერს სწორედ, რასაც დათესავ, იმას მოიმკი და ეს გიბრუნდება შენ.

ჩვენ ვალდებული ვართ სერია ა-ს ბოლო 12 შეხვედრა პატივისცემით ჩავატაროთ. ჩვენი ვალი – ვეცადოთ, ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ ვიფიქროთ, რომ მიზანს მივაღწიეთ და დავნებდეთ” , – განაცხადა გატუზომ.

გატუზომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, ხოლო “ნაპოლი” კი იტალიის თასს მეექვსედ დაეუფლა.

 

წყარო – football-italia

 

“იუვენტუსმა” ფინალი წააგო, გატუზომ პირველი ტიტული მოიგო