კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჯემალ ტაბიძე რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-17 ტურის სიმბოლურში დაასახელეს (ფოტო)

ტაბიძე ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

Image source: fc-rostov.ru

 

რუსეთის პრემიერ-ლიგის მე-17 ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჯემალ ტაბიძე მოხვდა. ქართველმა ფეხბურთელმა „როსტოვთან“ კარგად ითამაშა და საკუთარ გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 1:0.

ტაბიძე საუკეთესო თერთმეტეულში გამოცემა Soccer.ru-ის ვერსიით დაასახელეს.

“უფას სამი ცენტრალური მცველებიდან ჯიმი ტაბიძე იყო თავდაჯერებული თავისი მოქმედებებით და ყველაზე შთამბეჭდავად ტაბიძემ ითამაშა. ის ძალიან კარგად თამაშობდა მიწაზე და ჰაერშიც: 4 ართმევა, 4 ჩაჭრა, 4 საჰაერო დუელში გამარჯვება და 5-ჯერ ბურთის გამოტანა საჯარიმოდან“, – ასე დაასაბუთა Soccer.ru-მ ტაბიძის გამორჩევა.

ტურის სიმბოლურში ქართველი მცველიც დაასახელეს

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ტაბიძემ რუსულ პრემიერ-ლიგაში 12 თამაში ჩაატარა და 4 ყვითელი ბარათი მიიღო.

 

 

 

წყარო – soccer.ru

 

 

 

 

 

ცნობილია ქსკ “ლანჩხუთი”-“როსენგარდის” მატჩის ჩატარების ადგილი და პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფის დეტალები