კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჯანო მოვიდა ჩემთან და მითხრა, რომ მეტი თამაში უნდა” – “სპარტაკის” მწვრთნელმა ანანიძის წასვლის მიზეზი დაასახელა

ჯანო ანანიძე

Image source: FC Spartak Moscow

 

მოსკოვის “სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა, დომენიკო ტედასკომ გუნდის ქართველ ნახევარმცველთან, ჯანო ანანიძესთან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ ისაუბრა.

“ჯანო ჩემპიონატის შემოდგომის წრის შემდეგ ჩემთან მოვიდა და პირდაპირ მითხრა, რომ მეტი თამაში უნდა. ჩვენ მისთვის გარანტიების მიცემა არ შეგვეძლო, რადგანაც ასეთ გარანტიას ვერავის მივცემთ. ამგვარად, მან ახალი გუნდის ძებნა დაიწყო. 

საუბარი რთული არ ყოფილა. ის ტომას ცორნს დაელაპარაკა, გენდირექტორმა კი მე მომმართა. ჩვენ ყველაფერი გულწრფელად განვიხილეთ და მშვიდად  დავშორდით”, – განაცხადა 34 წლის სპეციალისტმა.

შეგახსენეთ, რომ “სპარტაკიდან” წასვლის შემდეგ ჯანო ანანიძემ „ანორთოსისთან“ კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც გუნდში მიმდინარე წლის ზაფხულამდე ითამაშებს.

წყარო – sport-express.ru

“დინამო ბათუმი” ზამთრის პირველ შეკრებაზე ბელეკში გაემგზავრა