კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანო ანანიძის პასუხი კრიტიკოსებს (ფოტო)

ჯანო ანანიძემ Instagram-ის საკუთარ გვერდზე სურათი გამოაქვეყნა, სადაც “სპარტაკის” შემადგენლობაში თასის მოგების დროს მოედანზე საქართველოს დროშით გამოვიდა.

ამ ბოლო დღეებში ჯანოს მიმართ კრიტიკა გახშირდა, იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრებისა და “კრილია სოვეტოვის” ნახევარმცველმა ტრავმის მიზეზით ირლანდიაში საქართველოს ეროვნული გუნდის შემადგენლობაში არ ითამაშა. თუმცა, რამდენიმე დღეში სამარის კლუბის რიგებში გამოვიდა.

სოციალურ ქსელში ეს პოსტი ერთგვარი პასუხია მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკაზე.

 

ჯანო ანანიძე განმარტავს, თუ რატომ არ ითამაშა ირლანდიასთან, თუმცა “კრილიას” შემადგენლობაში გამოსვლისთვის მზად აღმოჩნდა