კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანო ანანიძემ საქართველოს ქალთა ნაკრების წევრს საკუთარი ბუცები გაუგზავნა (ფოტო)

Image source: Nino Sutidze Facebook

 

მოსკოვის “სპარტაკისა” და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე წარსულშიც გამოირჩეოდა, როგორც გულკეთილი ქველმოქმედებისთვის მუდამ მზად მყოფი ფეხბურთელი.

ამჯერად ამის დამადასტურებელია საქართველოს ქალთა ნაკრების წევრის, ნინო სუთიძის ისტორია.

ადამიანებს ხშირად უნდა შევახსენოთ პოზიტიური ამბები და მეც პატარა ისტორიას მოგიყვებით.

ჯანო, ერთი წლის უკან გავიცანი როცა ჩვენს ფეხბურთელ ნინის ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა.
მან ”პირველი ეტაპი” სრულოად დაუფინანსა და დრო და დრო სულ მეხმიანებოდა,ნინის ამბებით გასაგებად.
ავტომაგურად ჩვენი, ქალთა ნაკრებითაც ინტერესდებოდა ხოლმე.
კეთილი ნებით მან საჩუქრად საკუთარი ბუცები გამომიგზავნა და მითხრა:

– “ვისაც ჩათვლი საჭიროდ რომ დახმარება სჭირდება დაეხმარეო.”

შეიძლება მისთვის ეს ბუცები არაფერს ნიშნავდეს მაგრამ, იშვიათია ადამიანი უანგაროდ გეხმარებოდეს და შენგან არაფერს ელოდეს.

პირველად არის ჩემს გარშემო ასეთი ისტორია და მიხარია რომ პირადად მე შემემთხვა , რადგან მაქვს საშვალება გავასაჯაროვო თემა რაც ნამდვილად სათქმელია საზოგადოებაში.

ყველაფრისთვის მადლობა ჯანო!

სიკეთე გადამდებია!” – დაწერა სუთიძე სოციალურ ქსელში.

წყარო – Nino Sutidze

გოგა ბითაძის დებიუტი “ინდიანა პეისერსში” ტრავმის გამო გადაიდო