კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანო ანანიძე: “”სპარტაკი” ჩემი ცხოვრებაა, ძალიან მიყვარხართ “წითელ-თეთრებო” (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა, რომელიც 10 წლის წინ მის მოსკოვისსპარტაკში” დებიუტს ეძღვნება.

15.07.2009. ძალიან გახარებული ვარ, რომ ბედმა “სპარტაკის” ფეხბურთელად გამხადა და ზუსტად 10 წლის წინ ამ დიადი კლუბის მაისურით პირველი შეხვედრა ჩავატარე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიჭერდა მხარს. ვინც ჩემთან ერთად იყო და იზიარებდა სიხარულსა და მწუხარებას. ერთი სიტყვით ვისაც ჩემი სჯეროდა და და ისევ სჯერა. “სპარტაკი” ჩემი ცხოვრებაა და ყველაფერს გავაკეთებ ისე, რომ ეს რაც შეიძლება დიდ ხანს გაგრძელდეს. დარწმუნებული ვარ, საუკეთესო მატჩები ჯერ კიდევ წინ მაქვს. ძალიან მიყვარხართ “წითელ-თეთრებო“, – დაწერა 26 წლის ჯანომ.

 

წყარო – ჯანო ანანიძის ინსტაგრამის გვერდი და “სპარტაკისტვიტერის გვერდი

“სპარტაკის” მწვრთნელმა ანანიძის თამაში შეაფასა: “მისი არასტანდარტული ნაბიჯები გვჭირდებოდა”