კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანო ანანიძე: “მინდა “სპარტაკის” ლიდერი გავხდე. ეს ან ახლა მოხდება ან არასოდეს”

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ თავისი კლუბის – მოსკოვის “სპარტაკის” პრესას ვრცელი ინტერვიუ მისცა.

ქართველი ლეგიონერი მოსკოვურ კლუბში უკვე 10 წელია ირიცხება.

“მახსოვს ჩემი პირველი გოლი “სპარტაკში10 წლის წინ. მაშინ “ბაზელთან0:2 ვაგებდით, მაგრამ თამაშის შემოტრიალება შევძელით. მაშინ მე შეცვლაზე შევედი და გამარჯვება მოვიპოვე.

განვლილ სეზონში “კრილია სოვეტოვში” ვითამაშე და რაც მთავარია სათამაშო პრაქტიკა შევიძინე. ფეხბურთელისთვის 30-40 სათამაშო დრო ცოტაა. სამარაში ყოველ მატჩში სასტარტოში გამოვდიოდი, თუ არ ჩავთვლით ბოლო შეხვედრებს, რომლებიც ტრავმის გამო გამიცდა. მადლობა უფალს დღეს არაფერი მტკივა.

მინდა “სპარტაკის” ლიდერი გავხდე. მესმის რომ ეს ან ახლა უნდა მოხდეს ან არასოდეს. ვგრძნობ, რომ შემიძლია ვითამაშო ისე, როგორც ჩემგან გულშემატკივარი ელოდება, მაგრამ აქამდე ტრავმები მიშლიდნენ. “სპარტაკში10 წლის კარიერაში 3 წელი მხოლოდ მკურნალობაზე გავატარე. ზოგი ამბობს რომ ეს ჩემს ფიზიკურ აგებულობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ შეხედეთ ბეილს, ის ფიზიკურად ჩემზე უფრო დიდი და ძლიერია, მაგრამ უფრო მეტ ტრავმებს იღებს. “რეალში” გატარებული 6 წელიდან მხოლოდ 1,5 წელი ითამაშა.

ჩემი ტრავმები ალბათ იმიტომაა ხშირი, რომ ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე მამაკაცების წინააღმდეგ თამაში. თანაც სატრენაჟორო დარბაზში არც თუ ისე ხშირად დავდიოდი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა, ძალიან ხშირად ვვარჯიშობ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ კარგ ფორმაში ვიყო”, – ჯანო ანანიძის სიტყვებს “სპარტაკის” პრესსამსახური გადმოგვცემს.

წყარო – spartak.com

ინგლისის პრემიერ ლიგა. პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები (ფოტო)