კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანო ანანიძე: “ეს ტრაგედიაა, არ ვიცი შანსი კიდევ როდის გვექნება”

ანანიძის ინტერვიუ

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რომელიც ახლა ტრავმირებულია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა. ანანიძე ბევრ საკითხს შეეხო და ყველაზე საინტერესო ამოვარჩიეთ, სადაც ქართულ ფეხბურთზე და ქართველებზე საუბრობს.

„რა თქმა უნდა, მაკედონიასთან მარცხი ტრაგედიაა. 90 წუთი გვქონდა ისტორიის შესაქმნელად და სამწუხრაოდ ვერ მოვახერხეთ. არ ვიცი როდის გვექნება კიდევ ერთი შანსი, იმედია, მალე. ძალიან ვნერვიულობდი, მინდოდა მოედნაზე ვყოფილიყავი. თავში მქონდა აზრები, რომ გამოვჯანმრთელდებოდი და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებდი.

კონკრეტული შემოთავაზება არ მაქვს მომავალზე, რომ ვისაუბრო. „ბარსელონაში“ წასვლაც მინდა, მაგრამ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული. „სპარტაკ 2-ში“ თამაშს არმგონია, რომ დავთანხმდე, მირჩევნია საქართველოში წავიდე და „დინამო თბილისში“ ვითამაშო, საქართველოში ფორმას უფრო მალე აღვიდგენ.

ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ნიჭიერია, მოკრძალებული ბიჭია, ისეთი თვისებები აქვს, რაც ბევრს არ აქვს. მთავარია ტრავმები არ ჰქონდეს, მაგალითად გიორგი ჩაკვეტაძეს „დორტმუნდი“ იწვევდა, მაგრამ ბელგიაში სერიოზული ტრავმა მიიღო და ვერ თამაშობს. ხვიჩა ისე თუ ითამაშებს, როგორც ახლა და ტრავმების გარეშე, დარწმუნებული ვარ ტოპჩემპიონატში გადავა. მაგალითად, შეიძლება ვიხილოთ „სევილიაში“ ან „ვალენსიაში“. მას დიდ წარმატებებს ვუსურვებ.

რატომ აირჩია ჯიქიამ რუსეთის ნაკრები ჩემგან და საბა კვირკველიასგა განსხვავებით? მისი გაგება ადვილია და მას არავინ ადანაშაულებს. მოსოვმა მას ყველაფერი მისცა, ამიტომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. თან არსებობს ლეგიონერების ლიმიტი, ამიტომ, სწორი ნაბიჯი გადადგა. გარდა ამისა, თვითონ მითხრა კიდევ ერთი ფაქტორი, რამაც მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინა. როცა „ამკარში“ თამაშობდა, არავის დაურეკავს, ხოლო „სპარტაკში“ რომ გადავიდა მაშინ დაურეკეს. ეს არ არის სწორი. როდესაც ქართულ გვარს ხედავ, მაშინვე უნდა იყოს ინტერესი. ამიტომაც ჯიქიამ იქ თამაში გადაწყვიტა, სადაც ითამაშა. მე და საბამ კი მთელი ბავშვობა საქართველოში გავატარეთ, იქ დავიბადეთ და რუსეთის ნაკრებში თამაში არასწორი იქნებოდა“ – თქვა ანანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანო ანანიძე ბოლოს „როტორში“ თამაშობდა, რომელთანაც კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტა და ამჟამად კლუბის გარეშე იმყოფება.

 

წყარო – Sport24

 

ესტონეთის ნაკრების მწვრთნელი: “მინდა, რომ საქართველომ საუკეთესო შემადგენლობით ითამაშოს”