კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჯანო ანანიძე: “აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს”

ჯანო ანანიძის სთორიდან

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ ეროვნული გუნდის ჩრდილოეთ მაკედონიასთან მარცხს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალურ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა, რომელიც სტუმართა გამარჯვებით დასრულდა (0:1).

“გუშინდელი თამაშის შემდეგ წარმოდგენაც კი არ მინდა, რას გრძნობენ ახლა ბიჭები. ყველაზე მეტად გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ხომ მათ სურდათ და მათი ოცნება იყო, ისევ როგორც ჩემი.

ეს შანსი ყველამ ერთად ვერ გამოვიყენეთ და ამის უამრავი მიზეზი იყო. კვარას და შენგელიას კორონა. ჩაკვესა და კიტეს ტრავმა და ამას დამატებული ცარიელი ტრიბუნები. მოკლედ, ყველაფერმა ჩვენს საწინააღმდეგოდ იმუშავა და ძალიან გულდასაწყვეტია, რომ გუშინ ვერ მოვიგეთ. ვერ მოვიგეთ, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. ყველაფერი წინ გვაქვს და ამ გუნდს ბევრის მიღწევა შეუძლია და ასეც იქნება.

დღეს ყველაზე მეტად მხარდაჭერა და თანადგომა იმ ბიჭებს სჭირდებათ, რომლებიც გუშინ ეროვნულზე იბრძოდნენ. მათ და ყველა იმ ფეხბურთელს, ვისაც მთელი ამ შესარჩევი ციკლის მანძილზე, ერთხელ მაინც მოურგია ნაკრების მაისური. ყველაფერი წინ გვაქვს და ყველა ერთად აუცილებლად ვიტყვით ჩვენს სათქმელს და აუცილებლად გავახარებთ ქართველ გულშემატკივარს.

წინ სომხეთთან და ესტონეთთან სათამაშო გვაქვს და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებთ, რომ მოიგოთ.

წარმატებები ბიჭებო” , – დაწერა ანანიძემ თავის ინსტაგრამზე.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოსა და სომხეთის ნაკრებთა მატჩი 15 ნოემბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

 

წყარო – jano_ananidze

 

 

 

 

ზურაბ ხიზანიშვილი: “ჩვენი ქვეყნის ნაკრები ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩემთვის ნომერ პირველი გუნდი”