კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯანლუიჯი ბუფონი 20 წლის შემდეგ “პარმაში” დაბრუნდა (ვიდეო)

ჯიჯი ბუფონი პარმაში დაბრუნდა

Image source: 1913parmacalcio ტვიტერის გვერდი

 

იტალიის ნაკრების ყოფილი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი “პარმაში” დაბრუნდა. გამოცდილი იტალიელი მეკარე იქ დაბრუნდა, სადაც კარიერა დაიწყო.

43 წლის კიპერი “იუვენტუსიდან” “პარმას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, სადაც 2023 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ჯანლუიჯის “პარმასთან” ერთად 1995-2001 წლებში იტალიის თასი და სუპერთასი, უეფას სუპერთასი აქვს მოგებული, რა დროშიც 220 მატჩი ჩაატარა.

“იუვენტუსის” რიგებში ჯიჯიმ კარიერის მანძილზე 685 მატჩი ჩაატარა, 5-ჯერ იტალიის თასს დაეუფლა, 10-ჯერ იტალიის ჩემპიონატი მოიგო, ხოლო იტალიის სუპერთასს 6-ჯერ დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ “პარმამ” სერია ა-ს გასული სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულა და მომდევნო წელს გუნდი სერია ბ-ში იასპარეზებს.

 

 

 

 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში მორიგ საფეხბურთო ცენტრს აშენებს