კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯაბა კანკავას პირობა ქართველ გულშემატკივარს – “ყველაფერს გავაკეთებთ ევრო-2020-ზე მოსახვედრად”

Image source: gff.ge

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით 2019 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად დასახელდა. პრიზის მიღების შემდეგ ქართელმა მცველმა პირობა დადო, რომ საქართველოს ნაკრების თითოეული წევრი შეეცდება, რომ ევრო-2020-ში მოხვდეს.

“ამ პრიზის მეორედ მიღება ჩემთვის დიდი პატივია. მადლობა ყველას, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ნაკრების თითოეულ წევრს: თქვენ გარეშე ამას ვერ შევძლებდი და აქ არ ვიდგებოდი.

მინდა წარმატებული და ბედნიერი 2020 წელი გისურვოთ. გულშემატკივრებს სურთ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდეს და მთლიანად ნაკრების სახელით პირობას ვდებ, რომ როგორც მე, ასევე ყველა მოთამაშე ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ”, – განაცხადა ჯაბა კანკავამ.

შეგახსენებთ, რომ კანკავამ საუკეთესოს წოდება პირველად 2015 წელს მიიღო.

არტურო ვიდალმა “ბარსელონას” სასამართლოში უჩივლა