კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯაბა კანკავამ ფრანგულ კლუბში ტრანსფერის შემდეგ “ტობოლსა” და მის გულშემატკივარს მიმართა

ჯაბა კანკავა

Image source: fctobol.kz

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელიც საფრანგეთში გააგრძელებს კარიერას, ყოფილ გუნდს, ყაზახურ “ტობოლის” დაემშვიდობა.

“მინდა “ტობოლს” ბოლო სამი სეზონისთვის მადლობის სიტყვები გამოვუთქვა. ამ დროის მანძილზე გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა, ორჯერ მედლის მფლობელი გახდა. მეამაყება, რომ გუნდის შედეგში ჩემი წვლილი შევიტანე.

მინდა მადლობა გადავუხადო “ტობოლის” გულშემატკივრებს. თქვენ კარგად მიმიღეთ, მუდამ მხარს მიჭერდით და ღელავდით გუნდზე. მადლობა თქვენ თბილი სიტყვებისა და კეთილი სურვილებისთვის.

კლუბს ვუსურვებ წარმატებებს ახალ სეზონში, წარმატებებს ახალ ევროთასის ტურნირში. “ტობოლში” სიამოვნებით ვითამაშე და ყოველ მატჩში მაქსიმუმი ძალისხმევა ჩავდე. მადლობა ყველაფრისთვის, კოსტანაი!” – კანკავას სიტყვებს ყაზახური კლიბის პრესსამსახური გადმოგვცემს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ნახევარმცველი საფრანგეთის მეორე ლიგაში მოთამაშე “ვალანსიენის” ფეხბურთელი გახდა. “ტობოლშიჯაბამ 86 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

წყარო – “ტობოლის” ოფიციალური ვებ-გვერდი

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა საფრანგეთში ითამაშებს