კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ჯაბა კანკავა – წლის ფეხბურთელი საქართველოში!”. “ტობოლი” კანკავას წარმატებას გამოეხმაურა

Image source: FC Tobol

 

ყაზახეთის ტობოლმა გუნდის ნახევარმცველისა და საქართველოს ნაკრების კაპიტანის, ჯაბა კანკავას წარმატებას ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიის კანკავა 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ავნიშნოთ, რომ ამ ამბავს ყაზახური კლუბი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოეხმაურა.

ჯაბა კანკავა – წლის ფეხბურთელი საქართველოში

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლიური დაჯილდოების ცერემონია გამართა.

GFF Awards – არის გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ჩემპიონატის მოთამაშეებმა, ნაკრების ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა და ვეტერანებმა. 

ტობოლის ნახევარმცვეი საქართველოს 2019 წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ჯაბა კანკავამ ეს წოდება კარიერაში მეორედ მიიღო.

ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების მაისურით 86 მატჩი ჩაატარა, ხოლო “ტობოლში67 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.” – წერს “ტობოლის” ოფიციალური გვერდი.

წყარო – FC Tobol

“ჯაბა კანკავა – წლის ფეხბურთელი საქართველოში!”. “ტობოლი” კანკავას წარმატებას გამოეხმაურა