კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ჯაბა კანკავა პრემიერ-ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურში მოხვდა

ჯაბა კანკავა ტურის სიმბოლურში

Image source: fctobol.kz

 

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში კოსტანაის „ტობოლი“ სტუმრად ტალდიკურგანის „ჟეტისუს“ შეხვდა და 2:0 ანგარიშით გაიმარჯვა.

ჯაბა კანკავამ “ტობოლის” სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და უცვლელად ითამაშა, 53′-ე წუთზე კი ლამაზი გოლით მატჩის ანგარიში გახსნა.

ყაზახეთის პრემიერ-ლიგის მე-12 ტურის სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა და სენინ სებაი მოხვდნენ. ქართველი ფეხბურთელის პირველობის მე-12 ტურში გამოცემა sports-მა გამოარჩია.

ამ გამარჯვების შემდეგ „ტობოლმა“ 20 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაწინაურდა.

 

 

წყარო – fctobol

 

 

 

 

 

თომას ბახის: “ოლიმპიური თამაშების გახსნის თარიღი ხელუხლებელი დარჩება”