კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯაბა კანკავა: “მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც”

ჯაბა კანკავას პოსტი ინსტაგრამზე

Image source: gff.ge

 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ გულშემატკივრებს სოციალური ქსელში გამოქვეყნებული წერილით მიმართა და მას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

ქართველმა ფეხბურთელმა პოსტი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.

“ყველას გააზრებული ქონდა რამხელა მნიშვნელობის თამაში გვქონდა, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, პირადად მე და ჩემი თანაგუნდელები როგორც არასდროს, ისე ვემზადებოდით ჯერ ნახევარფინალისთვის და შემდეგ ფინალური თამაშისთვის, ჩვენი ყველა ფიქრი მხოლოდ ფინალის წარმატების დასრულებისკენ იყო მიმართული, ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის ვერ მოგების შემდეგ ჩვენთვის ძალიან მძიმე დღეები დადგა, 12 ნოემბრის შედეგმა ყველა მოთამაშეზე დიდი გავლენა მოახდინა, ჩვენ ყველაზე მეტად გვინდოდა ეს წარმატება და ხალხისთვის დიდი ემოციის მინიჭება. წაგება მძიმე მისაღები იყო გულშემატკივრისთვის, ჯანსაღ კრიტიკას ყოველთვის ვიზიარებთ, მაგრამ შეურაცმყოფელი შეფასებები ადამიანებისთვის ყოველთვის საზიანოა. მესმის იმ ადამიანებისაც ვინც საუბრობს რომ ნაკლებად ვკონტაქტობ საზოგადოებასთან და მედიასთან, ვიზიარებ ამ აზრს, მაგრამ მე დღეს არ შევცვლილვარ, ასეთი ვიყავი კაპიტნობამდეც და შემდეგაც, ვიდრე მოვიდოდით ამ თამაშამდე ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა, ყველანი ერთმანეთის გამამხნევებლები ვიყავით. ჩემი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მოედანზე ყველაფრის გაღება და გუნდის წარმატებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა. მჯერა ეს მძიმე პერიოდი როგორც ჩვენთვის ისე გულშემატკივრებისთვის მალე ჩაივლის, რადგან ვთვლი რომ ბევრად მეტი რესურსია ჩვენ ნაკრებში, ვიდრე ეს ბოლო თამაშების შედეგმა აჩვენა, განსაკუთრებული მადლობა ყველა ნამდვილ გულშემატკივარს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის” , – დაწერა კანკავამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (0:1) და სომხეთთან (1:2) წააგო, ხოლო ესტონეთთან (0:0) ფრე ითამაშა.

 

 

 

წყარო – jabakankava

 

 

 

 

თორნიკე შენგელიას “ცსკამ” ევროლიგაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა