კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ოფიციალურად: ჯაბა ბრეგვაძე კარიერას ფრანგულ TOP 14-ში აგრძელებს

ჯაბა ბრეგვაძე

Image source: SUA LG

 

ბორჯღალოსანი ჯაბა ბრეგვაძე კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს. ქართველმა მორაგბემ  TOP 14-ის გუნდ “აჟენთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ჯაბა ამ გუნდში მესამე ქართველი იქნება. მასთან ერთად “აჟენში” ასევე გიორგი თეთრაშვილი და გრიგოლ ქერდიყოშვილი ითამაშებენ.

ქართველის ახალ გუნდს ამ სეზონში ერთი მოგებული მატჩიც არააქვს ელიტარული დივიზიონიდანა ემუქრება.

მანამდე ბრეგვაძის ბოლო გუნდი იყო იაპონური სანვულვზი, სადაც მან რამდენიმე მატჩი ჩაატარა და 3 ლელო დადო.

ეროვნულ ნაკრებში ჯაბამ 54 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე ”ბორჯღალოსნების” კვართით დადებული 3 ლელოა. 33 წლის მორაგბემ საქართველოს ნაკრებთან ერთად 3 მსოფლიო თასზე ითამაშა.

წყარო – SUA LG

შალვა სუთიაშვილი ორი ლელო საფრანგეთის პრო დე2 ლიგაში