კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯაბა ბრეგვაძე: “ინგლისთან და უელსთან მატჩებს თუ შევადარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა და წინ მივდივართ”

ბრეგვაძის ინტერვიუ

Image source: rugby.ge

 

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა ჯაბა ბრეგვაძემ რვა ერის ტურნირზე ჩატარებული ორი თამაში შეაფასა და ირლანდიასთან მომავალ დაპირისპირებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ნაკრები აშკარად ვითარდება და წინ მიდის.

“გნებავთ ანგარიშით და გნებავთ თამაშის ხარისხით აშკარაა, რომ წინ მივდივართ. შოტლანდიასთან, ინგლისთან და უელსთან მატჩებს ერთმანეთს თუ შევადარებთ, პროგრესი თვალსაჩინოა. ნაკლებ შეცდომებს ვუშვებთ და მეტად თავდაჯერებულები ვართ, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი დონის გუნდები ელემენტარულ შეცდომასაც კი სათავისოდ იყენებენ და ქულებს აგროვებენ, ჩვენ კი სწორედ ამ პატარა შეცდომების გამო ქულებს ვერ ვიღებთ.

უელსთან დაფიქსირებული ანგარიში თამაშს არ შეესაბამება. ასეთ შედეგს არ ვიმსუხარებდით და მოედნიდან გამოსვლის შემდეგ ყველას გვქონდა შეგრძნება, რომ ამ შეხვედრის მოგება შეიძლებიდა. მაგრამ ეს გამოცდილებაა და თუ ხშირად გვექნება მსგავსი მაღალი დონის მატჩების ჩატარების შესაძლებლობა, დარწმუნებული ვარ სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება.

გნებავთ ინგლისთან და გნებავთ უელსთან, შერკრინებაში სხვა სურათი უნდა ყოფილიყო. მეტოქის სამი ნომერი წნეხს როგორც კი იგრძნობდა, ეგრევე დაბლა მიდიოდა. ასეთი რამ არა მხოლოდ ჩვენს თამაშებში, ზოგადად ხშირად ხდება და ჩემი აზრით შერკინებებში სიტუაცია აუცილებლად დასარეგულირებელია. იგივე ხდებოდა ინგლისთან მატჩში. სინკლერს შერკინებაში დგომა და ენერგიის დახარჯვა არ უნდოდა და ამისთვის არ ისჯებოდა.

ირლანდია უელსზე ძლიერი და ინგლისზე სუსტია. ამ ტურნირზე ყველა გუნდი ვარსკვლავებითაა სავსე და უმაღლესი დონის რაგბს თამაშობს. მნიშვნელოვანია, რომ გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები და როგორც უელსთან ვითამაშეთ ინგლისზე უკეთესი ხარისხის რაგბი, ასევე გვქონდეს უკეთესობა ამ შემთხვევაშიც. შერკინება ჩვენი ძლიერი მხარეა და ასეთად უნდა დავტოვოთ.

„მნიშვნელოვანია, რომ 80 წუთის განმავლობაში, შეტევასა თუ დაცვაში არ ამოვარდეთ სისტემიდან და აღარ დავუშვათ შეცდომები. რაგბი პატარ-პატარა, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებისგან შედგება და თუ ამ დეტალებს კარგად ვერ ასრულებ, ასეთ დონეზე წარმატებული თამაში აღარ გამოგდის” – განაცხადა ბრეგვაძემ რაგბის კავშირის პრესსამსახურთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა რვა ერში ორივე თამაში წააგო, ხოლო მესამე ტურში 28 ნოემბერს, ირლანდიას დაუპირისპირდება.

 

წყარო – Rugby.ge

 

გია გრიგალავამ ტრავმა გულმკერდის არეში მიიღო და ცნობილია დიაგნოზი