კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ჯაბა ბრეგვაძე: “იაპონიაში სუპერ რაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები”

Image source: Gallo Images/Getty Images

 

32 წლის ბორჯღალოსანმა ჯაბა ბრეგვაძემ, იაპონურ “სანვულვზთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა და ზე-რაგბში ზედიზედ მე-3 სეზონს გაატარებს.

სუპერ რაგბის გასული სეზონის დასრულების შემდეგ, “სანვულვზმა” კონტრაქტის გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ დეტალები იყო დასაზუსტებელი და ამ ამბის გახმაურების უფლება არ მქონდა. ახლა შემიძლია გითხრათ, რომ იაპონიაში სუპერ რაგბის მომავალი სეზონის ბოლომდე ვრჩები”, – ამბობს ბრეგვაძე, რომელიც იაპონიაში იანვრის დასაწყისში ჩავა და გუნდთან ერთად წინასასეზონო შეკრებაზე შევა.

ბრეგვაძე ერთადერთი ქართველი მორაგბეა, რომელსაც მსოფლიოს სამივე წამყვან ჩემპიონატში უთამაშია – ტოპ 14-ში, პრემიერშიპში და სუპერ რაგბში.

შეგახსენებთ, რომ ზე-რაგბის 2020 წლის სეზონი 31 იანვარს დაიწყება, “სანვულვზი” კი პირველ მატჩს 1 თებერვალს გამართავს და “მელბურნ რებელსს” უმასპინძლებს.

 

წყარო – rugby.ge

 

სანდრო მამუკელაშვილისა და მაილს პაუელის შედეგიანი მატჩი BAD BOY MOWERS-ში