კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ივლისის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე: ტოჩინოშინის დაძაბული ბრძოლა ტერუნოფუჯისთან (ვიდეო)

ტოჩინოშინის რიგით მე-5 მარცხი

Image source: Getty Images

 

ივლისის ბაშოს მე-11 საშეჯიბრო დღე ქართველი სუმოისტისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. მაკუუჩი დივიზიონში ტოჩინოშინის მეტოქე ტერუნოფუჯი იყო, რომელსაც მიმდინარე ბაშოზე ასეთი ბალანსი აქვს უკვე – 10 მოგება – 1 წაგება.

ქართველი მაეგაშირა ტერუნოფუჯისთან ბრძოლაში იორიკირით დამარცხდა. მეათე საშეჯიბრო დღის შემდეგ ლევან გორგაძის მოგება-წაგების ბალანსი ასე გამოიყურება – 6 მოგება და 5 წაგება.

ხვალ, ტოჩინოშინის მეტოქე მე-12 მაეგაშირა შოჰოზანი იქნება.

 

წყარო – sumo.or.jp

 

 

 

რა ილეთით დაამარცხეს ტოჩინოშინი ივლისის ბაშოს მე-10 საშეჯიბრო დღეს (ვიდეო)