კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ივან ბობკო: “მაგრამ ქუთაისში პანიკა არ არის”

Image source: F.C. Torpedo Kutaisi ფეისბუკ გევრდი

 

ტორპედოს” უკრაინელი ლეგიონერი ქუთაისშია და ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. უკრაინელმა ნახევარმცველმა ივან ბობკომ zbirna.com-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ახალ კლუბსა და საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

 

– რამდენი ხნით გაჩერდა საქართველოში ფეხბურთი?

– ჩემპიონატი 15 მარტს შეჩერდა. თავიდან ამბობდნენ, რომ ეს პირველ აპრილამდე გაგრძელდებოდა, მარტის ბოლოს კი სრული კარანტინი გამოცხადდა. არ ვიცით, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. სახლებში ვართ, ინდივიდუალური პროგრამით ვვარჯიშობთ და კარგ ამბებს ვუცდით.

– ქალაქში როგორი სიტუაციაა?

– მაღაზიაში მხოლოდ რამდენიმე კაცს უშვებენ, გარეთ პირბადითა და ხელთათმანით გავდივართ. მაგრამ ქუთაისში პანიკა არაა, არც პროდუქტების დეფიციტია მაღაზიებში.

– სახლში დაბრუნების სურვილი არ გაგჩენია?

– ეპიდემია რომ დაიწყო, ყველა აეროპორტი სავსე იყო, ხალხს სახლში დაბრუნება სურდა. არ მინდოდა ვირუსით დაინფიცირება, ამიტომ მეგობარ გოგონასთან ერთად საქართველოში დარჩენა გადავწყვიტეთ.

– არის შესაძლებლობა სათამაშო ფორმას შესანარჩუნებლად?

– არის ადგილები, სადაც დავრბივარ, მაგრამ ყოველდღე ვერ ვახერხებ, ამიტომ პროგრამის ნაწილს სახლში ვასრულებ.

– “ტორპედო” შენთვის ახალი კლუბია… როგორია შთაბეჭდილებები?

– აქ ცუდი დონე არ არის. თუმცა ახლახანს შევიკრიბეთ, ახალი სეზონი დავიწყეთ და ჯერ ობიექტურად ჩემპიონატის შეფასება რთულია, ამიტომ ჩემთვის ჯერ ეს ამოცანად რჩება.

– როგორ ფეხბურთს თამაშობს ტორპედო?

– ისევე, როგორც ყველა საქართველოში, აქაც ტექნიკასა და პასს ექცევა ყურადღება. ახალი გუნდი გვყავს, შეიცვალა ინვესტორი. იყო პრობლემები, თუმცა ახალი პრეზიდენტი ამბიციურია. უნდა შევთამაშდეთ, მერე ვნახოთ რა იქნება.

– როგორი ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან?

მიხეილ აშვეთია ცნობილი ფეხბურთელი იყო. ის ფორვარდი იყო, ამიტომ კომბინაციურ ფეხბურთს აწყობს.

საქართველოს ჩემპიონატში როგორ მოხვდი?

– აგენტებმა დამირეკეს და “ტორპედოს” ვარიანტი შემომთავაზეს. მითხრეს, რომ ახალი, ამბიციური პროექტი იქმნება, მეც დავთანხმდი.

 

 

წყარო – zbirna.com

 

 

გურამ კაშიამ დაასახელა მიზეზი, თუ რატომ თამაშობს დაცვაში (ვიდეო)