კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსს” რონალდუს გოლი მოსაგებად არ ეყო (ვიდეო)

იუვენტუსმა ვერ მოიგო

Image source: Getty images

 

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში „იუვენტუსი“ „ვერონას“ სტუმრად დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა, ქულები დაკარგა, რითაც საჩემპიონო ბრძოლაში საქმე კიდევ უფრო დაიმძიმა.

„იუვენტუსი“ სწორედ მძიმედ თამაშობდა და ვერ მოახერხა იმ ფეხბურთის ჩვენება, რაც ამ დონის გუნდს ეკადრება. თუმცა, ტურინელებს მოგება მაინც შეეძლოთ, რადგან 49-ე წუთზე ფედერიკო კიეზას შესანიშნავი თამაშის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გახსნა და თავისი გუნდი დააწინაურა.

„ვერონა“ ამის შემდეგ ძალიან გაქტიურდა და ანგარიშის გათანაბრება 77-ე წუთზე შეძლო. ანტონინ ბარაკმა თავით გაიტანა და ანდრეა პირლოს გუნდს ორი ქულა გამოაცალა.

„იუვენტუსს“ 23 თამაშში 46 ქულა აქვს და მხოლოდ მესამე ადგილზეა, ლიდერ „ინტერს“ კი 7 ქულით ჩამორჩება.

„ვერონა“ – „იუვენტუსი“ 1:1

გოლები: 0:1 რონალდუ (49), 1:1 ბარაკი (77)

 

 

წყარო – Serie A

 

“მანჩესტერ სიტიმ” ზედიზედ მე-20 თამაში მოიგო (ვიდეო)