კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” “რომა” დაამარცხა, რონალდუმ კვლავ გაიტანა (ვიდეო)

იუვენტუსმა რომას აჯობა

Image source: Getty images

 

იტალიის ჩემპიონატის 21-ე ტურში „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე ტურის გამორჩეულ შეხვედრაში „რომას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად აჯობა.

„იუვენტუსმა“ უპირატესობა მალევე მოიპოვა და ანგარიშიც გაიხსნა. მე-13 წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შორი მანძილიდან დაარტყა და მეკარე ვერაფერი გააწყო. „იუვემ“ თამაში პრაგმატულად განაგრძო და მეორე შანსს დაელოდა, რომელიც გამოიყენა.

69-ე წუთზე „რომას“ მცველმა იბანიესმა საკუთარ კარში ავტოგოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა.

„იუვენტუსმა“ 42 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, სწორედ „რომას“ გაადასწრო, რომელიც 40 ქულით მე-4 პოზიციაზეა.

„იუვენტუსი“ – „რომა“ 2:0

გოლები: 1:0 რონალდუ (13), 2:0 იბანიესი (69. ა.გ)

 

 

წყარო – Juventus

 

“რეალმა” გამარჯვება მცველის დუბლით მოიპოვა (ვიდეო)