კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“იუვენტუსმა” სერია A-ში მძიმე ბრძოლაში მოიგო (ვიდეო)

იუვენტუსმა მოიგო

Image source: Getty images

 

სერია A-ს მე-17 ტურში „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ დაუპირისპირდა და 3:1 იმარჯვა. ანდრეა პირლოს გუნდმა გადამწყვეტი გოლები მატჩის მიწურულს გაიტანა და ახლოს იყო ქულების დაკარგვასთან.

პირველ ტაიმში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სტუმრებს ფეხბურთელი გაუძევეს. ამით „იუვემ“ დიდი უპირატესობა მიიღო, მაგრამ მძიმედ გამოიყენა.

მეორე ტაიმში ანგარიში დანილომ გახსნა ლამაზი გოლით, თუმცა „იუვემ“ მალევე გაუშვა. ანდრეა პირლოს გუნდმა 82-ე და 92-ე წუთებზე გაიტანა გადამწყვეტი გოლები. აარონ რემზიმ და კარიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინეს თავი და ტურინულ გრანდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანეს.

„იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფება.

„იუვენტუსი“ – „სასუოლო“ 3:1

გოლები: 1:0 დანილო (50), 1:1 დეფრელი (58), 2:1 რემზი (82), 3:1 რონალდუ (90)

 

 

წყარო – Juventus

 

ბასილაშვილმა ანტალიაში წყვილთა შორის უშანსოდ წააგო