კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” სერია ა-ს ჩემპიონობა 2 ტურით ადრე გაინაღდა (ვიდეო, ფოტო)

იუვენტუსი სერია ა-ს ჩემპიონია

Image source: juventusfc ტვიტერის გვერდი

 

იტალიის სერია ა-ს 36-ე ტურში, “იუვენტუსმა” “ალიანცის” სტადიონზე “სამპდორიას” უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა. პირველ ტაიმში მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ, ხოლო შეხვედრის მეორე და ბოლო გოლი კი 67‘-ე წუთზე ფედერიკო ბერნარდესკიმ გაიტანა.

26-ე გამარჯვების შემდეგ “ბებერ სინიორას” 83 ქულა დაუგროვდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაურიციო სარის გუნდი იტალიის ჩემპიონობას 2 ტურით ადრე ინაღდებს!

 

სერია ა-ს 37-ე ტურში “იუვენტუსი” 29 ივლისს,კალიარის” ესტუმრება.

 

 

წყარო – juventus.com

 

 

 

 

ზაქარია ბეგლარიშვილის გოლი საკმარისი არ იყო – “კტპმ” საკუთარ მოედანზე წააგო (ვიდეო)