კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” ფინალი წააგო, გატუზომ პირველი ტიტული მოიგო

ნაპოლიმ იტალიის თასი მოიგო

Image source: Sportmediaset

 

იტალიის თასის ფინალში „ნაპოლი“ „იუვენტუსს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში იმარჯვა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ არც ისე სანახაობრივი.

საგოლე მომენტებს მხოლოდ ნეაპოლელები ქმნიდნენ და 42 წლის ჯანლუიჯი ბუფონი მოწოდების სიმაღლეზე იყო. „იუვე“ კი ვერ ახერხებდა მეტოქის კართან სიტუაციის გამწვავებას.

საბოლოოდ გოლი არ გასულა და დამატებითი დრო კორონავირუსის პანდემიის გამო არ დაინიშნა. გუნდებმა პირდაპირ პენალტების სერია შეასრულეს, სადაც „ნაპოლიმ“ 4:2 იმარჯვა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა 4-დან 4 პენალტი გაიტანა, ხოლო ტურინელებმა 4-დან 2. აღსანიშნავია, რომ გატუზომ სამწვრთნელო კარიერაში პირველი ტიტული მოიგო, “ნაპოლი” კი იტალიის თასს მეექვსედ დაეუფლა.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 0:0 პენ: 4:2

 

 

წყარო – Napoli SSC

 

კრიშტიანუს ყოფილმა თანაგუნდელმა დაასახელა ლიგა, სადაც რონალდუ კარიერას დაასრულებს