კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” ფედერიკო კიეზასთან კონტრაქტი შეათანხმა

Image source: Getty Images

 

იუვენტუსი” “ფიორენტინას” ფეხბურთელის, ფედერიკო კიეზუს დამატებას აპირებს.

იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლა სკირას ინფორმაციით, ტურინულმა კლუბმა ფეხბურთელთან კონტრაქტი უკვე შეათანხმა. მხარეები 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებენ, ფეხბურთელს კი 4,5 მილიონი ევროს ოდენობით წლიური ხელფასი ექნება, რასაც ბონუსებიც დაემატება.

ბიანკონერის” ოფიციალური წინადადება “ფიორენტინას” შემდეგნაირი იქნება: ორწლიანი იჯარა 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ და შემდგომში ფეხბურთელის ტრანსფერის შეძენის უფლება 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ. ანუ, 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ “ბებერი სენიორა” მზადაა 60 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ფიორენტინა” თანახმაა ასეთ შემოთავაზებაზე, თუმცა მათ ურჩევნიათ ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერის გაყიდვა და მთლიანი თანხის მიღება. მოლაპარაკებები მოწინავე სტადიაზეა და ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია.

წყარო – Nicolò Schira Twitter

 

ოფიციალურად: “დინამოს” ორი ფეხბურთელი კარიერას უნგრეთში გააგრძელებს