კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” ნიჭიერი შვედი ფეხბურთელი დაიმატა

Image source: Juvefc.com

 

ბერგამოს „ატალანტას“ შვედი შემტევი დეიან კულუსევსკი „იუვენტუსში“ გადავიდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ყველაფერი საბოლოოდ შეთანხმდა და ინფორმაცია მალე ოფიციალურად დადასტურდება.

ტურინელებმა 35 მილიონი ევრო გადაიხადეს (10 მილიონი ბონუსის სახით დაემატება) და ფეხბურთელს „იუვენტუსში“ 5 წელი დარჩება, ხოლო სეზონში 2 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ 19 წლის შვედი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება, მანამდე კი „პარმაში“ დარჩება, სადაც ამჟამად იჯარით თამაშობს.

მიმდინარე სეზონში სკანდინავიელმა 16 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

 

 

მამამ გარდაცვლილ შვილს პირობა შეუსრულა (ვიდეო)