კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” მორიგი მარცხი “ნაპოლისთან” განიცადა (ვიდეო)

ნაპოლიმ იუვენტუსს მოუგო

Image source: getty Images

 

სერია A-ს 22-ე ტურში „ნაპოლიმ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოუგო, რითაც ჯენარო გატუზომ სამსახურის შენარჩუნება ალბათ მოახერხა.

იტალიელ სპეციალისტს გათავისუფლება ემუქრებოდა, მაგრამ ამ გამარჯვებით ალბათ ეს საკითხი უკანა პლანზე გადაიწევს. „იუვე“ „ნაპოლისთან“ უპირატესობას ფლობდა, უფრო მეტად მეორე ტაიმში, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ ანდრეა პირლოს გუნდს ქულა მაინც მოეპოვებინა.

თამაშის ბედი პირველ ტაიმში ლორენცო ინსინიეს გოლმა გადაწყვიტა, რომელმაც პენალტი გაიტანა და „ნაპოლის“ 3 ქულა მოუტანა.

„იუვენტუსს“ 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო „ნაპოლი“ მას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

„ნაპოლი“ – „იუვენტუსი“ 1:0

გოლი: 1:0 ინსინიე (31, პენ)

 

 

წყარო – Serie A

 

“დინამო ბათუმის” ფრე რუსეთის პრემიერლიგის გუნდთან