კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“იუვენტუსმა” მოიგო: რონალდუმ, დიბალამ და კოშტამ ულამაზესი გოლები გაიტანეს (ვიდეო)

იუვენტუსმა ჯენოა დაამარცხა

Image source: Getty images

 

სერია A-ს 29-ე ტურში „იუვენტუსმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ჩემპიონობისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ტურინელები სტუმრად აუტსაიდერთა რიგებში მყოფ „ჯენოას“ დაუპირისპირდნენ და ადვილად, 3:1 დაამარცხეს. „იუვეს“ ყველა გოლი ულამაზესი გამოდგა.

ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში პაულო დიბალამ გახსნა ეფექტური დარტყმით, ხოლო 56-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შესანიშნავი და ძლიერი დარტყმით მოახერხა ლამაზი გოლის გატანა.

კიდევ უფრო ფანტასტიკური იყო მესამე გოლი, რომელიც დუგლას კოშტას ანგარიშზეა. ბრაზილიელმა საჯარიმოს გარედან კარის შორეული ცხრიანი დალაშქრა.

მატჩის ბოლოს „ჯენოამ“ ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ ამან შედეგზე გავლენა ვერ მოახდინა.

„იუვენტუსმა“ 72 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 4 ქულით უსწრებს.

„ჯენოა“ – „იუვენტუსი“ 1:3

გოლები: 0:1 დიბალა (50), 0:2 რონალდუ (56), 0:3 დუგლას კოშტა (73), 1:3 პინამონტი (77)

 

 

წყარო – LegaserieA

 

“მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის ზონას მიუახლოვდა (ვიდეო)