კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” მოიგო, დიბალამ და იგუაინმა ულამაზესი გოლები გაიტანეს (ვიდეო)

Image source: Juventus twitter

 

იტალიის თასის მერვედფინალში ტურინის „იუვენტუსმა“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და გამარჯვება ძალიან ადვილად მოახერხა.

ტურინელებმა ლამაზი ფეხბურთიც ითამაშეს და მეტოქეს არანაირი შანსი არ მისცეს. „იუვემ“ ორი გოლი პენალტით გაიტანა, მაგრამ კიდევ ორი გოლი ძალიან ლამაზი გამოდგა.

გონსალო იგუაინისა და პაულო დიბალას ფანტასტიკური კომბინაცია ფორვარდის გოლით დასრულდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში დიბალამ ტექნიკური დარტყმით თავადაც გაიტანა ულამაზესი გოლი.

„იუვენტუსი“ მეოთხედფინალში გავიდა, სადაც „რომასა“ და „პარმას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„იუვენტუსი“ – „უდინეზე“ 4:0

გოლები: 1:0 იგუაინი (16), 2:0 დიბალა (26, პენ), 3:0 დიბალა (58), 4:0 დუგლას კოშტა (61, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

ფიგურულმა მოციგურავეებმა ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული ოქროს მედლები მოიპოვეს