კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” ლიდერობა განიმტკიცა და ისევ დაუმარცხებელია (ვიდეო)

Image source: juventus.com

 

იტალიის სერია A-ს მე-13 ტური მოქმედი ჩემპიონისა და ერთპიროვნული ლიდერის, „იუვენტუსის“ თამაშით გაიხსნა, რომელიც ბერგამოში „ატალანტას“ ესტუმრა და ძალიან მძიმე გამარჯვება იზეიმა.

„ატალანტა“ თითქმის მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას და „იუვეს“ კარს სახიფათოდ არაერთხელ დაემუქრა. პირველ ტაიმში ბაროუმ პენალტიც დაარტყა, მაგრამ ხარიხას გაარტყა და ძალიან რეალური მომენტი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ბერგამოელები რობინ გოსენსმა თავური დარტყმით დააწინაურა და 74-ე წუთამდე იგებდა. თუმცა, დარჩენილ მცირე დროში „იუვენტუსმა“ თამაშში გარდატეხა შეიტანა. მატჩის გმირი კი, გონსალო იგუაინი გამოდგა, რომელმაც ჯერ გაათანაბრა, მერე წინ გაიყვანა თავისი გუნდი. მსაჯის კომპენსირებულ დროში კი დუბლს საგოლე პასიც დაუმატა და საბოლოო ანგარიში პაულო დიბალამ დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 35 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დაუმარცხებლად იმყოფება.

„ატალანტა“ – „იუვენტუსი“ 1:3

გოლები: 1:0 გოსენსი (56), 1:1 იგუაინი (74), 1:2 იგუაინი (82), 1:3 დიბალა (90)

მატჩის მიმოხილვის ყურება იხილეთ აქ.

 

შოთა არველაძემ უზბეკეთის ჩემპიონატის სეზონში ზედიზედ მე-20 გამარჯვება იზეიმა