კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” იტალიის სუპერთასი მოიგო (ვიდეო)

იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო

Image source: Getty images

 

„იუვენტუსი“ იტალიის სუპერთასზე „ნაპოლის“ დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. ანდრეა პირლოს გუნდმა მიმდინარე წელს პირველი ტიტული მოიგო, თვითონ იტალიელმა კი სამწვრთნელო კარიერაში აგრეთვე პირველი.

ანგარიში 64-ე წუთზე გაიხსნა. კრიშტიანუ რონალდუმ „ნაპოლის“ მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან  ზუსტად დაარტყა. „ნაპოლის“ გათანაბრება 15 წუთში შეეძლო, როდესაც პენალტის დარტყმის უფლება მიიღო. მაგრამ ლორენცო ინსინიემ შანსი ვერ გამოიყენა და ბურთი კარს ააცილა.

„იუვემ“ მსაჯის მიერ დამატებულ მე-5 წუთზე მეორე გოლი გაიტანა. მეტოქის კარი ალვარო მორატამ დალაშქრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ტურინულმა გრანდმა თავის ისტორიაში მეცხრედ მოიგო იტალიის სუპერთასი, მიმდინარე სეზონში კი, რომელსაც არასტაბილურად ატარებს, ეს პირველი ჯილდოა.

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 2:0

გოლები: 1:0 რონალდუ (64), 2:0 მორატა (90)

 

 

წყარო – Juventus

 

პრემიერლიგაში “მანჩესტერ სიტი” გალიდერდა (ვიდეო)