კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“იუვენტუსმა” “ინტერს” კიდევ უფრო გაასწრო, რონალდუმ დუბლი შეასრულა (ვიდეო)

Image source: Goal.com

 

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში „იუვენტუსმა“ „პარმას“ უმასპინძლა და გამარჯვება მოახერხა, რითაც კონკურენტ „ინტერთან“ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.

მატჩის გმირი კრიშტიანუ რონალდუ გამოდგა, რომელმაც დუბლი შეასრულა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დიდად დაეხმარა. პორტუგალიელმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ რონალდუმ სამ წუთში კიდევ ერთხელ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„იუვენტუსმა“ 51 ქულას მოუყარა თავი და „ინტერს“ უკვე 4 ქულით უსწრებს.

„იუვენტუსი“ – „პარმა“ 2:1

გოლები: 1:0 რონალდუ (43), 1:1 კორნელიუსი (55), 2:1 რონალდუ (58)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

თორნიკე შენგელიამ “რეალთან” შეუცვლელად ითამაშა და გადამწყვეტი ქულები ჩააგდო! (ვიდეო)