კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსმა” “ინტერს” გადაასწრო და ზამთრის ჩემპიონი გახდა (ვიდეო)

Image source: Champions League

 

იტალიის სერია A-ს პირველი წრე „იუვენტუსმა“ ლიდერის პოზიციაზე დაასრულა. მაურიციო სარის გუნდმა რომში, „რომას“ მძიმე ბრძოლაში მოუგო და „ინტერს“ 2 ქულით გაუსწრო.

ტურინელებმა თამაში დიდებულად დაიწყეს და საწყის 10 წუთში ორბურთიანი სხვაობით იგებდნენ. მერიჰ დემირალმა და კრიშტიანუ რონალდუმ რომაელებს შეხვედრა მწარედ დააწყებინეს.

დარჩენილ დროში მასპინძლებმა მხოლოდ დიეგო პეროტის პენალტით უპასუხეს, მაგრამ „იუვემ“ ანგარიშის შენარჩუნება მოახერხა და გამარჯვება ბოლომდე მიიყვანა.

„იუვენტუსს“ 48 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა, „ინტერი“ 2, ხოლო „ლაციო“ 6 ქულით ჩამორჩება.

„რომა“ – „იუვენტუსი“ 1:2

გოლები: 0:1 დემირალი (3), 0:2 რონალდუ (10, პენ), 1:2 პეროტი (68, პენ)

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

“რეალი” ესპანეთის სუპერთასის გამარჯვებულია (ვიდეო)