კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსის” ტექნიკური მოგება “ნაპოლისთან” გააუქმეს და თამაში გაიმართება

ნაპოლიმ აპელაცია მოიგო

Image source: Getty images

 

იტალიის ჩემპიონატში „იუვენტუსი“ – „ნაპოლის“ შეხვედრა ჩატარდება. იტალიის ფეხბურთს ფედერაციამ ნეაპოელელებს ნოემბერში ტექნიკური წაგება ჩაუთვალა, რადგან ისინი ტურინში სათამაშოდ არ ჩავიდნენ.

თუმცა, იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება გააუქმა და დააკმაყოფილა „ნაპოლის“ სარჩელი.

„ნაპოლი“ მაშინ მატჩზე არ ჩავიდა, რადგან გუნდში ორი ფეხბურთელი ჰყავდა კორონავირუსით ინფიცირებული. ნეაპოლელებმა ამ ნაბიჯით რეგულაცია დაარღვიეს და ამიტომ ჩაუთვალეს ტექნიკური წაგება. თუმცა, ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და თამაში ჩატარდება, როდის ჯერ ცნობილი არაა.

„ნაპოლის“ ასევე დაუბრუნდა 1 ქულა, რომელიც თამაშზე გამოუცხადებლობის გამო დააკლეს.

 

 

წყარო – Twitter

 

ოფიციალურად: იკერ კასილიასი “რეალში” დაბრუნდა