კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსის” ერთ-ერთმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა (ვიდეო)

Image source: Lega Serie A

 

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხუან კუადრადოს კონტრაქტი გაუხანგრძლივდა. როგორც ტურინელთა ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, სამხრეთ ამერიკელმა ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

კუადრადოს კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურებოდა და შესაბამისად, ტურინელთა რიგებში 2022 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

„იუვენტუსმა“ კუადრადო 2015 წელს ლონდონის „ჩელსიდან“ დაიმატა. კოლუმბიელმა დღემდე ტურინელთა რიგებში 151 თამაში ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.

 

 

დაუჯერებელი კადრები ბრაზილიიდან – “ფლამენგოს” გულშემატკივრებმა გუნდი საოცრად გააცილეს (ვიდეო)