კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“იუვენტუსის” 10-12 ფეხბურთელი ტუალეტში ეწეოდა” – ტურინული კლუბის ყოფილი ფეხბურთელი წარსულს იხსენებს

იუვენტუსის ფეხბურთელები ეწეოდნენ

Image source: Getty Images

 

ფორვარდმა ნიკლას ბენდტნერმა, რომელიც 2012/13 წლებში “იუვენტუსში” იჯარით თამაშობდა, ტურინულ კლუბში გატარებული პირველი დღე გაიხსენა.

“ეს იყო ჩემი პირველი დღე “იუვენტუსში”. ბიჭევს ვერ ვპოულობდი და უცნაურად მომეჩვენა. შემდეგ კი ათი-თორმეტი ფეხბურთელი ტუალეტში ვნახე. ისინი უბრალოდ ყავას სვამდნენ, საუბრობდნენ და სიგარეტებს ეწეოდნენ. ეს საოცარი სანახაობა იყო და ვიგრძენი, რომ აქ მომეწონება.

ჯიჯი ბუფონი, ანდრეა პირლო არასდროს მალავდნენ, რომ ეწევიან, მაგრამ ამან მათ კარიერაზე არ იმოქმედა. ამ ბიჭებს რა შეგიძლიათ უთხრათ, როდესაც მათ კარიერას გადახედავთ, თუ როგორი პროფესიონალები არიან. იმიტომ, რომ პროფესიონალიზმი, რომელსაც ისინი მოედანზე დემონსტრირებდნენ და სამეგობრო სული სხვა დონეზე იყო”, – განაცხადა ბენდტნერმა BBC-ის ეთერში.

წყარო – football-italia

 

 

 

 

ეროვნული ლიგა ხვალ დაბრუნდება: მე-16 ტურის მატჩების განრიგი