კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იური სიომინმა “ლევერკუზენის” წინააღმდეგ მატჩის წინ გუნდის შემადგენლობაზე ისაუბრა

Image source: FC Lokomotiv

 

საბა კვირკველიასკოლომოტივიჩემპიონთა ლგისი ჯგუფური ეტაპის მეხუთე მატჩს ლევერკუზენის “ბაიერის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩის წინ მოსკოვური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა კლუბის შემადგენლობაზე და ფეხბურთელების მომზადებაზე ისაუბრა.

“ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა სანაკრებო მატჩებში ითამაშეს, ჩემპიონატში მუდმივად თამაშობენ და წლის ბოლოსკენ თითქმის 28 მატჩი აქვთ ჩატარებული, ეს კი დიდი დატვირთვაა. გვაქვს ტრავმით გამოწვეული პრობლემები. დასრულდება წელი, გავაანალიზებთ თუ რატომ მოხდა ასე. შესაძლოა ეს არასათანადო მომზადებით არის გამოწვეული. ზოგს მთლიანი ციკლი აქვს, ზოგს კვირეული, ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელები მატჩების წინა დღეს მოდიან. ეს ყველაფერი თავის როლს თამაშობს. საფუძველი დაყენებული არ არის, თუმცა ეს ჩვენი ფეხბურთის ნაწილია. მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჯერ ვერ გეტყვით, თუ ვინ იქნება შემადგენლობაში. დღევანდელი ვარჯიში და ხვალინდელი დილა აჩვენებს ტრავმირებული, ნახევრად ტრავმირებული და ჯანმრთელი ფეხბურთელების მდგომარეობას. დღეს მოედანი დავათვალიერეთ – უბრალოდ იდეალურია. ხვალ კარგი ფეხბურთი იქნება”, – განაცხადა მწვრთნელმა.

საინტერესოა ექნება თუ არა თავის გამოჩენის შანსი საქართველოს ნაკრების მცველს, სოლომონ კვირკველიას, რომელსაც ტრავმა დიდი ხნის მოშუშებული აქვს, თუმცა კლუბში სათამაშო დროის ნაკლებობას განიცდის. აღსანიშნავია, რომ ბოლო მატჩში “ტამბოვის” წინააღმდეგ (2-3) სიომინმა კვირკველია შეცვლაზე შეიყვანა და მან მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ “ლოკომოტივი” – “ლევერკუზენის” შეხვედრა 26 ნოემბერს, თბილისის დროით 21:55 საათზე გაიმართება.

წყარო – fclm.ru

დიბალა: “მეგობრები მეუბნებოდნენ ვერაფერ მიაღწევო, რადგანაც კლუბში და ნაკრებში საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით თამაშობ”