კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იური სიომინი: “თუ ხვიჩაზე “იუვენტუსის” წინადადება იქნება, უნდა მიიღონ”

სიომინი ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერზე ისაუბრა

 

მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა “რუბინის” ქართველი ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას პერსპექტივებზე ისაუბრა.

“-ის ახლა პროგრესირებს და სავსებით შესაძლებელია კარგი წინადადების მიღების შემდეგ დატოვოს კლუბი, თუ კარგ ფულს გადაიხდიან. ეს ნორმალური სიტუაციაა. 20 წლისაა, ამ ასაკში კი უნდა ითამაშოს. იგივე ჰაალანდი “დორტმუნდში” ყველაზე მაღალ დონეზე ასპარეზობს. ის, რომ ხვიჩასადმი ინტერესი არსებობს, ეჭვი არ მეპარება.

– ხვიჩა 20 წლისაა და ისეთ კლუბში გადასვლა, როგორიც “იუვენტუსია”, ნაადრევი არაა?

-ეს ნორმალური ასაკია, როდესაც ორგანიზმი დატვირთვებს იღებს და სხვადასხვა სიტუაციასთან ადაპტირდება.

– მაგრამ “იუვენტუსში” უზარმაზარი კონკურენციაა…

– თუ წინადადება იქნება, უნდა დათანხმდნენ. სხვა მომენტია, სურს მწვრთნელს თუ არა იხილოს ამა თუ იმ გუნდში. პლუს, უნდა ნახონ, მას რომელი სტილი მიესადაგება. თავად უნდა მიიღოს ტრანსფერში მონაწილეობა. ის ამისაკენ ისწრაფვის.

– ასეთ ფასეულ მოთამაშეს “რუბინი” და სლუცკი გაუშვებენ?

– ვფიქრობ, “რუბინი” მას გაუშვებს. მათ ასეთი შეთანხმებებიც ჰქონდათ. სლუცკის ხელში გუნდი პროგრესირებს, ფეხბურთელები უკეთესები ხდებიან. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – გუნდი კარგად გამოიყურება. თუ სტარტი რთული გამოუვიდათ, ახლა ყველა ფეხბურთელი ჩინებულად თამაშობს” , – განაცხადა სიომინმა.

 

 

 

წყარო – sports.ru

 

 

 

 

 

 

როგორი იქნება “ბარსელონას” შემადგენლობა მომდევნო სეზონში 3 ფეხბურთელის დამატების შემდეგ (ფოტო)