კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იურგენ კლოპმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ოქროს ბურთს იმსახურებს

იურგენ კლოპი

Image source: Getty Images

 

ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც ამ სეზონში ოქროს ბურთს ყველაზე მეტად იმსახურებს.

ოქროს ბურთი თაობის საუკეთესო ფეხბურთელისთვის რომ ყოფილიყო დაწესებული, ის მუდამ ლიონელ მესის გადაეცემოდა. მაგრამ,თუ ოქროს ბურთს აძლევენ განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშეს, ამ შემთხვევაში ის უნდა გადაეცეს ვირჯილ ვან დეიკს. არ ვიცი ამას როგორ გადაწყვეტენ, მაგრამ მე ასე მესმის. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ზოგადად მესია, ხოლო განვლილი სეზონის საუკეთესო მოთამაშე – ვან დეიკი. ვნახოთ…”, – კლოპის სიტყვებს Sky Sports-ი გადმოგვცემს.

აღვნიშნოთ, რომ ოქროს ბურთის მფლობელი 2 დეკემბერს გახდება ცნობილი.

წყარო – skysports.com

გიორგი ჩაკვეტაძე, ერლინგ ჰოლანდი… პერსპექტიული ფეხბურთელები ტოპ-ლიგებს მიღმა