კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იტალიური კლუბის სტადიონს შესაძლოა დიეგო მარადონას სახელი მიენიჭოს

ნაპოლის სტადიონის სახელი შეიცვლება

Image source: MondoSportivo.it

 

იტალიური „ნაპოლის“ საშინაო სტადიონს შესაძლოა სახელი გადაერქვას, კლუბის ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის დიეგო მარადონას სახელობის გახდეს. ეს ინფორმაცია ნეაპოლის მერმა ლუიჯი დე მაჯისტრისმა დაადასტურა.

ნოემბრის დასაწყისში მარადონამ მძიმე ოპერაცია გადაიტანა თავის ტვინზე, თუმცა ორ კვირაზე მეტი ხნის წინ საავამდყოფოდან სახლში გაწერეს. გუშინ კი, დიეგო მარადონა საკუთარ სახლში, ქალაქ ტიგრეში გულის შეტევის შემდეგ გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, დიეგო მარადონა „ნაპოლიში“ 1984-1991 წლებში თამაშობდა და კლუბის ისტორია ოქროს ასოებით დაწერა.

 

 

წყარო – Luigi de Magistris

 

 

 

სამწუხარო ინფორმაცია – დიეგო მარადონა გარდაიცვალა