კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იტალიის სერია ა-მ სეზონის საუკეთესოები დაასახელა (ფოტო)

სერია ა-ს საუკეთესოები დასახელდნენ

Image source: seriea's ინსტაგრამის გვერდი

 

იტალიის სერია ა-მ 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

პირველობის საუკეთესო მეკარე „მილანის“ 22 წლის იტალიელმა ჯანლუიჯი დონარუმამ გახდა – 37 მატჩი ჩაატარა, 38 გოლი გაუშვა და 14 „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.

სეზონის საუკეთესო მცველია „ატალანტას“ 32 წლის არგენტინელი ფეხბურთელი კრისტიან რომეროა –  31 მატჩი, 2 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემა.

საუკეთესო ნახევარმცველია „ინტერის“ 24 წლის იტალიელი ფეხბურთელი ნიკოლო ბარელაა – 36 მატჩი, 3 გოლი და 9 შედეგიანი გადაცემა.

საუკეთესო ფორვარდად „იუვენტუსის“ 35 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა – 33 მატჩი, 29 გოლი და საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Lega Serie A (@seriea)

 

წყარო – seriea