კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

იტალიელმა მეკარემ 3 წელიწადში 3 თამაში ჩაატარა, 3 მილიონი გამოიმუშავა და კლუბის რეკორდიც დაამყარა

Image source: Coral

 

„მილანში“ ჯანლუიჯი დონარუმას უფროსი ძმა ანტონიო დონარუმა 2017 წლიდან ირიცხება. თუმცა ამის მიუხედავად გუშინ „სპალთან“ მისთვის „როსონერის“ მაისურით მხოლოდ მე-3 თამაში გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ მსი ხელფასი წელიწადში 1 მილიონი ევროა. შესაბამისად, გამოდის, რომ დონარუმამ ლომბარდიელთა რიგებში 3 წელიწადში 3 მილიონი ევრო გამოიმუშავა და ამავე პერიოდში მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა.

მიუხედავად ამისა, კლუბის ისტორიაში შევიდა. ანტონიო დონარუმა „მილანის” ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც მინიმუმ 300 წუთი ითამაშა და გოლი არ გაუშვა. „ინტერთან“ 120 წუთში, „ლუდოგორეცთან“ და „სპალთან“ 90-90 წუთში ანტონიომ თავისი კარი ხელუხლებლად დაიცვა.

 

 

იტალიელი ინვესტორი: “ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო “ტორპედო”