კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იტალიელი ინვესტორი: “ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო “ტორპედო”

Image source: Torpedo Kutaisi

 

ქუთაისის „ტორპედოში“ იტალიელი ინვესტორების მისვლის შესახებ ახალი ცნობ გავრცელდა. როგორც ფეისბუქში იმერული გუნდის გულშემატკივართა გვერდი „ჩვენ ვართ „ტორპედო“ იტყობინება, იტალიელი ფაბიო მანინი ქუთაისში მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მანინიმ განაცხადა, რომ ქუთაისში ძლიერი გუნდის შექმნა სურთ და იმედოვნებს, რომ მალე მოხერხდება შეთანხმება.

ქუთაისში იმისთვის ვარ, რომ ვიყიდო და ვმართო ქუთაისის ტორპედო. ქუთაისის მერიასთან განვიხილავ ამ საკითხს. ველოდებით, რომ დავასრულოთ ეს შეთანხმება რაც შეიძლება მალე. მანამდე კი დავაზუსტეთ სპონსორის ვალდებულებები, რაც ჩვენ გვაკისრია.

პირველ რიგში ინვესტიციას ჩავდებთ, გვინდა შევქმნათ კარგი კლუბი, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო ფორმით წარსდგება” – წერს ფეისბუქში „ჩვენ ვართ ტორპედო“.

 

 

ხელბურთი – საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი და დრამატული მატჩი ფინეთთან