კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

იტალიამ ნიდერლანდები დაამარცხა და წაუგებელი სერია გააგრძელა (ვიდეო)

იტალიის ნაკრებმა ჰოლანდიაში იმარჯვა

Image source: Nazionale Italiana

 

ერთა ლიგის A დივიზიონში ნიდერლანდების ნაკრებმა იტალიას უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და სტუმართა უპირატესობით წარიმართა და საბოლოო შედეგიც ლოგიკური იყო. მატჩის ბედი პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ნიკოლო ბარელას გოლმა გადაწყვიტა.

იტალიელებმა მეორე ტაიმში უპირატესობის შენარჩუნება მშვიდად მოახერხეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. რობერტო მანჩინის გუნდმა 4 ქულა დააგროვა და ჯგუფში ლიდერია, ხოლო ნიდერლანდები 3 ქულით მეორე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ნაკრებს უკვე 2 წელია და 16 თამაშია არ წაუგია.

ნიდერლანდები – იტალია 0:1

გოლი: 0:1 ბარელა (45)

 

წყარო – Nazionale Italiana

 

ოფიციალურად: ხამესი ინგლისის პრემიერლიგის გუნდში გადავიდა