Image source: Uefa Nations League
ერთა ლიგის A დივიზიონის პირველ ჯგუფში იტალიის ნაკრებმა სტუმრად ბოსნია დაამაცხა და ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
„სკუადრა აძურამ“ ადვილად მოიგო. პირველ ტაიმში ანგარიში ლორენცო ინსინიეს პასით ანდრეა ბელოტიმ გახსნა, ხოლო მეორენახევარში უპირატესობა ორამდე დომენიკო ბერარდიმ გაზარდა, რომელსაც მანუელ ლოკატელიმ შესანიშნავი გადაცემა გაუეკთა.
იტალიამ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ოთხთა ფინალში გავიდა, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში იტალიაში ჩატარდება. მისი მეტოქეები კი ესპანეთი, ბელგია და საფრანგეთი იქნებიან.
ბოსნია – იტალია 0:2
გოლები: 0:1 ბელოტი (22), 0:2 ბერარდი (68)
Insigne to Belotti… Madness. pic.twitter.com/eJaOVZy2CB
— DeShaun (@DeshaunTalks) November 18, 2020
Domenico Berardi Goal Bosnia Herzegovina vs Italy 0-2 pic.twitter.com/YhjyxPZGse
— GabrieleDeGiorgi (@GabrieleDeGior8) November 18, 2020
წყარო – Uefa Nations League
ვიდეობი
ფოტოები